ზუგდიდში, კიკალიშვილის N1-ში, "ტერაბანკის" ფილიალი
გაიხსნა. ბანკის საკომუნიკაციო მესიჯია "ჩემი ფინანსური
სახლი", სადაც თანამშრომლები
მომხმარებლებს კომფორტულ პირობებში უმაღლეს საბანკო მომსახურებას
სთავაზობენ და მათი დროის დაზოგვაზე ზრუნავენ.
"ზუგდიდი ჩვენთვის სტრატეგიული რეგიონია და დარწმუნებულები ვართ მის
პოტენციალში. მჯერა, რომ ჩვენი ბანკი ამ ქალაქისთვის საინტერესო
იქნება. გვექნება ძალიან საინტერესო აქციები"", - განაცხადა
"ტერაბანკის" გენერალურმა დირექტორმა თეა
ლორთქიფანიძემ.
ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ბანკის მენეჯმენტისა და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად
"ტერაბანკის" ბიზნესკლიენტები დაესწრნენ.
ცნობისთის, "ტერაბანკი" უკვე 19 წელია ბაზარზეა. ბანკი მომხმარებელს
როგორც საცალო მომსახურებას, ასევე, ბიზნესის დაკრედიტებასაც
სთავაზობს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები