პოლიტიკა
გიორგი თოდუამ პოლიტიკიდან ბიზნესში გადაინაცვლა
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ გიორგი თოდუამ პოლიტიკიდან ბიზნესში გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ თოდუამ დაუდასტურა. ის საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დღეს წარადგინეს.




ფოტო: საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

„პოლიტიკიდან წავედი. საკრებულოს წევრად ვრჩები. მე იქ არანაირ თანამდებობაზე არ ვარ. ასოციაციის ფარგლებში, ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის ბევრი კარგი სიახლეა დაგეგმილი. გარდა ამისა, მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ “, - აღნიშნა თოდუამ.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია USAID-ისა და “ფერეროს“ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა.

ცნობისთვის "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი გიორგი თოდუა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლიდან მიმდინარე წლის აპრილამდე მუშაობდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.