პოლიტიკა
მერაბ ქვარაია: კომიტეტის სხდომაზე მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარს ვერ დავუჭერდი
დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წევრების უმრავლესობამ მთავრობის წინადადება 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მოიწონა. ამავე კომიტეტის წევრისა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას თქმით, მან აღნიშნული საკითხის მოწონებაზე კენჭისყრისას თავი შეიკავა.

„სამინისტროს ინიციატივას მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების ნაწილში მხარს ვერ დავუჭერდი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების გამო. თავის დროზე თავად ვიყავი ინიციატორი, რომ ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქი გამხდარიყო. მიმაჩნია, რომ მიუხედავად ხარვეზებისა, არსებული სისტემის სრულყოფა და განვითარება შესაძლებელი იყო. თუმცა ვთვლი, რომ არც გაერთიანებაშია ტრაგედია, მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრულები როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, ფისკალურ დეცენტრალიზაციასთან ერთად გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ წარმომადგენლობითი დემოკრატიის არსებული მექანიზმები - როგორც არჩევითობის, ასევე ანგარიშვალდებულების და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით “, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქვარაიამ.



ფოტო: საქართველოს პარლამენტი

დეპუტატის მტკიცებით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრი ორად იყო გაყოფილი, თუმცა მისივე თქმით, უმრავლესობის დიდი ნაწილი თვლის, რომ თვითმმართველობის განვითარება ერთიანი მუნიციპალიტეტების ფარგლებშია უმჯობესი.

„რაც შეეხება კონკრეტულად მუნიციპალიტეტების გაერთიანების ნაწილში სამინისტროს წინადადებას, მოგახსენეთ ჩემი პოზიცია. სხვა მხრივ ის ცვლილებები, რომლებიც შემოგვთავაზა სამინისტრომ და მთავრობამ, მართლაც არის საინტერესო და შთამბეჭდავი.გამოწვევები და საჭიროებები სწორად არის დანახული. მოსალოდნელი ცვლილებები ხელს შეუწყობს თვითმმართველობების განვითარებას. მე ვიქნები აქტიურად ჩართული ამ რეფორმაში, ბუნებრივია, ვიღებ უმრავლესობასთან ერთად პასუხიმგებლობას და ვთვლი, რომ სწორი და პოზიტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - აღნიშნა ქვარაიამ.

ცნობისთვის, გარდა ამ ცვლილებისა, კომიტეტის სხდომაზე მხარი ასევე დაუჭირეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის სამინისტროს მიერ წამრმოდგენილ საკითხს ტერმინილოგიური ხასიათის ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ტერმინები „გამგეობა“ და „გამგებელი“ ტერმინებით „მერია“ და „მერი“ იცვლება. ამასთან, მხოლოდ მერის თანამდებობა იარსებებს, რასაც სამინისტროში ამ ორი თანამდებობის ინდენტური ფუნქციით ხსნიან.

ამავე თემაზე:


მერაბ ქვარაია: ტერმინი „ქალაქის სტატუსის გაუქმება“ სრული აბსურდია 

მერაბ ქვარაია: მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ტრაგიკული არაფერი ხდება 

ბიუროს გახსნაზე ქვარაიას კითხვები თვითმმართველობის რეფორმაზეც დაუსვეს (ვიდეო)

ზუგდიდელი დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.