რა არის DCFTA - შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან ზუგდიდში (ვიდეო)
16:47 / 23.06.2017
ზუგდიდის ტექნოპარკში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს ეკომონომიკის მინისტრისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ადგილობრივ ფერმერებსა და
მეწარმეებს DCFTA-ს ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები
გააცნეს. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლებმა შეკრებილებს DCFTA-ის
გამოწვევებისა და პერსპექტივების, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული
(SPS) მოთხოვნებისა და აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული
სხვადასხვა საკითხების შესახებ ესაუბრნენ.
შეხვედრაზე მეწარმეებმა შეკითხვებიც დასვეს, მათ შორის, თხილის
მოსავლის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც. აბაშის რაიონის
სოფელ მარანის მკვიდრის მარიკა კანეიშვილის თქმით, თხილის მოსავლის 90
% განადგურებულია, გარდა ამისა, მისივე შეფასებით, აზიური ფაროსანას
წინააღმდეგ წამლობა დაგვიანებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ
ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, რომ ისინი ამერიკელ მეცნიერებზე
დაყრდნობით მუშაობდნენ და წელს მიღებული გამოცდილება მომავალში
შესაბამისი მეთოდების დანერგვასა და ეფექტურად გამოყენებაში
დაეხმარებათ.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ორგანიზებით, ევროპული პროექტის - „ასოცირების
ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები