ახალი ამბები
ფოთის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია
ფოთის ბაზარში, პირველადი ინფორმაციით, 40-მდე მაღაზია დაიწვა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განუცხადა. მისივე ცნობით, სავარაუდოდ, ხანძარი 500 კვ. მ-ზე იყო გავრცელებული.

„სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა კარგად იმუშავეს. ხანძარი, დაახლოებით, 6 საათზე გაჩნდა. ჯერჯერობით, ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. არ არის მსხვერპლი“, - აღნიშნა კაკულიამ.

ქალაქის მერის თქმით, მას შემდეგ, რაც ზარალის ზუსტი ოდენობა დადგინდება, ადგილობრივი ხელისუფლება მის კომპეტენციაში არსებულ რესურსებს მოვაჭრეების დასახმარებლად მაქსიმალურად გამოიყენებს.

ფოთის ბაზარში ხანძარი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს. მათვე გამოიძახეს სამაშველო სამსახურები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.