ბიზნეს ფესტივალი "ანაკლიობა" დღეს გაიხსნა (ფოტო-ვიდეო)
22:28 / 12.07.2017
პირველი ბიზნეს ფესტივალი "ანაკლიობა" 2017 დღეს გაიხსნა.
ღონისძიებაზე ადგილობრივმა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან
ჩამოსულმა
მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.
ფესტივალზე გურიიდან ჩამოვიდა კომპანია „სკიჯის“დამაარსებელი არჩილ
კალანდაძე. მისი კომპანია ჩირებს, ჩურჩხელებს და სხვა პროდუქტს
აწარმოებს. კალანდაძის თქმით, მსგავსი ბიზნეს ფესტივალები ქართული
პროდუქციის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია.
„ვფიქრობ, რომ კარგია, უცხოელები რომ გაიცნობენ ქართულ ნატურალურ
პროდუქტს. დღეს მსოფლიოში სწორედ ამაზეა განსაკუთრებული მოთხოვნა.
ანაკლიობა კი ამაშე დაგვეხმარება“, - აღნიშნა მან.
ტაილანდური ნაყინის ობიექტი აქვს წარმოდგენილი ოტობაიის მკვიდრ გიორგი
ტაბაღუას. მისი თქმით, მსგავსი ბიზნეს ფესტივალები ტურისტული
განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, ტაილანდური ნაყინი უცხოა საქართველოსთვის. რაც შეეხება
ანაკლიობას, კარგი იქნება, თუკი ეს ფესტივალი ბიზნესის განვითარებაში
ახალგაზრდების ჩართულობასაც შეუწყობს ხელს“, - თქვა ტაბაღუამ.
საკუთარი ნამუშევრები ჰქონდა წარმოდგენილი ზუგდიდში არსებულ „კერე
ჰაუზს“. მისი დამფუძნებლის მაკა ქაჯაიას თქმით, ფესტივალში
მონაწილეობა კარგი შესაძლებლობააა, რომ საკუთარი პროდუქცია
ადგილობრივმა მეწარმეებმა ევროპელ მომხმარებელს გააცნონ.
„ევროპელებთან არ გვქონია კონტაქტი. ახლა კი, სამი-ოთხი დღის
განმავლობაში გვექნება შეხება მათთან და მაინტერესებს მათი შეფასებები
ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებით“, - დასძინა ქაჯაიამ.
ბიზნესფესტივალი ანაკლიაში USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელმა ტომას მორისმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა
ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად
გახსნეს.
მოგვიანებით Gem-Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ სტუმრებს
მუსიკალური ფესტივალის ტერიტორია და სამზადისი დაათვალიერებინა.
Gem-Fest 2017 14 ივლიას დაიწყება.
„ასზე მეტი ობიექტი უკვე დასრულებულია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები
თითქმის დასრულებულია და 14 ივლისს დაიწყება მსოფლიოში ყველაზე
ხანგრძლივი ფესტივალი აიღებს სტარტს. ამერიკელები ძალიან დაგვეხმარნენ
და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ,
რომ ერთადერთი კატეგორია ადამიანებისა, ვინც აქ უფასოდ ყველანაირ
სერვისს მიიღებს აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები არიან“, - აღნიშნა
სიგუამ.
ბიზნეს ფესტივალ ანაკლიობა 2017-ზე ადგილობრივი შემსრულებლების
მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები