რეგიონი
ხამისკურის მოსახლეობა ურთას მთაზე არსებული ანძებისთვის დენის ჩაჭრით იმუქრება (ვიდეო)
სოფელ ხამისკურში, ურთის მთის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ხიდის და გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურა აქ, განსაკუთრებით, გასულ კვირებში, ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო ხიდი ადიდებულმა მდინარემ დააზიანა, ხოლო გზა მეწყერმა და მთიდან ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა დაფარა. სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ, შესაძლოა, მათი უბანი, სადაც ამჟამად რვა ოჯახი ცხოვრობს და სატელეფონი ანძები მდებარეობს, მალე გარე სამყაროს მოწყდეს. ამ ეტაპზე აქ გავლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.



„გვყავს მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, ვინმე ცუდად რომ გახდეს, აქ სასწრაფო დახმარება ვერ ამოვა. ამ გზაზე უნდა გაიაროს ყველამ, ვინც ანძაზე ადის. ხუთი ანძა დგას ზემოთ და ეს გზა არის ერთადერთი, რომელიც იქ მიდის... თუ დროულად არ მოგვაქცევენ ყურადღებას, მივიღებთ ზომებს - გადავკეტავთ გზას, ანძებს გადავუჭრით დენს“, - ამბობს ციალა კაკულია.



გარდა ამისა, ურთის მთის კალთებზე ხშირია მეწყერის ჩამოწოლა. ადგილობრივები ამ ფაქტებს ბზის განადგურებას უკავშირებენ.

„გზას გაუჩნდა ნაპრალები და ორმოები, ყოველდღე იმეწყრება. ამას ბზის განადგურებამ შეუწყო ხელი. საქართველოში არსად არ არსებობდა ისეთი ბზა, როგორიც ამ ტერიტორიაზე, მაგრამ გაუჩნდა ავადმყოფობა, რამაც მასიურად გაანადგურა. მიწას ფესვები ამაგრებდა, რასაც უკვე ვერ აკავებს. თავის დროზე ყველა შესაბამის უწყებას მივმართეთ დახმარებისთვის, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება და ეს მცენარე საერთოდ განადგურდა“, - თქვა ჯარნაზი აფაქიძემ.



მეწყერის გააქტიურების კიდევ ერთ მიზეზად ადილობრივი მოსახლეობა კომპანიის „სილქნეტის“ მიერ წარმოებულ სამუშაოებს ასახელებენ.



თავის მხრივ კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშულ სოფელში მაგისტრალური კაბელი ორი წლის წინ გამოიცვალა, თუმცა მდინარის კალაპოტთან და გზის დაზიანებასთან არანაირ კავშირში არ არიან.


„ამ ეტაპზე ხამისკურში კომპანიას არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებია, ეს იყო ორი წლის წინ, რა დროსაც გამოიცვალა მაგისტრალური კაბელი, თუმცა სამუშაოები ყველანაირი ნორმების დაცვით განხორციელდა“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ხამისკურში გამგებლის წარმომადგენელი ავთანდილ ქირია ამბობს, რომ ის ზემოაღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია. მისი ინფორმაციით, შესაბამისმა კომისიამ პრობლემა უკვე შეისწავლა და დახმარებისთვის ცენტრალურ მთავრობას მიმართა.

„ვიცი, რომ სოფელი პარალიზებულია. სტიქიის მეორე დღესვე მოვიდა კომისია, შესწავლილი და დასურათებულია ადგილი და ველოდებით დაფინანსებას", - განაცხადა ქირიამ.

ცნობისთვის, ურთას მთაზე რამდენიმე ანძა დგას, მათ შორის, კომპანიების : „ჯეოსელის“, „მაგთიკომის“, „ბილაინის“ და რადიო „ათინათის“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.