ზუგდიდში ტრენინგ ცენტრი „AchievementHub“ გაიხსნა (ვიდეო)
16:20 / 27.07.2017
„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ ზუგდიდში ახალგაზრდული ტერენინგ ცენტრი
„AchievementHub“ გაიხსნა. ორგანიზაციის წარმომადგენლების
განმარტებით, აქ მოზარდებს საშუალება ექნებათ, გადაწყვეტილების
მიღების, პრობლემის გადაჭრის, არჩევანის გაკეთებისა და გუნდური
მუშაობის უნარ-ჩვევებს დაეუფლონ.
„ტრენინგ პროგრამები მოიცავს 10 აკადემიურ საათს და ასაკობრივი
ჯგუფების შესაბამისად მოზარდებს უვითარებს ისეთ კომპეტენციებს,
რომლებიც შეეხება: ფინანსურ წიგნიერებას, დასაქმებისათვის მზაობას და
მეწარმეობას. აქ მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.
„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ საგანმანთლებლო პროგრამები სრულად
აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, შეესაბამება სამეწარმეო
კომპეტენციების ევროპულ ჩარჩოს და აღიარებულია ევროპის ტრენინგ ფონდის
მიერ“, -თქვა ტრენინგ ცენტრის აღმასრულებელმა
დირექტორმა ეკა გეგეშიძემ.
ცენტრის ოფიციალურ გახსნამდე პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა
30-ზე მეტი მოზარდი, რომლებსაც კურსის წარმატებით დასრულების
დამადასტურებელი სერტიფიკატები დღეს გადაეცათ.
გეგეშიძის, ინფორმაციით, სერთიფიკატს რომელსაც კურსდამთავრებულები აქ
აიღებენ მსოფლიოს 123 ქვეყანაში სამსახურის თუ უმარლეს სასწავლებელში
ჩაბარებისას გამოადგებათ.
ცენტრის დამფუძნებლები სასწავლო პროგრამის შემუშავებას
მასწავლებლებისთვისაც გეგმავენ.
ცენტრი, ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“, აშშ-ს
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტის (G-PriEd), ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის
მხარდაჭერით შექმნა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები