GEM Fest-ის თანამშრომლებს სამართლებივ კონსულტაციებს საია უწევს (ვიდეო)
17:34 / 15.08.2017
GEM Fest-ის ბილეთის კონტროლიორებს იურიდიულ კონსულტაციას საია უწევს.
ისინი დღეს ორგანიზაციის ზუგდიდის
ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც მათი შრომითი ხელშეკრულებები
მიიტანეს.
„ფესტივალის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ წერილობითი
ხელშეკრულებების პირობები დარღვეულია. ამ შემთხვევაში მათ სრული
უფლება აქვთ, რომ მიმართონ სასამართლოს და დაიცვან საკუთარი უფლებები.
ჩვენ კი შევუდგენთ დოკუმენტებს, რომ სასამართლომდე მივიდნენ“, -
აღნიშნა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.
GEM Fest-ის თანამშრომლების თქმით, ადმინისტრაციიდან მხოლოდ სიტყვიერი
დაპირება იყო, თუმცა კონკრეტული პასუხი, როდის მიიღებენ ხელფასს, არ
იციან.
GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილი კუთვნილი ხელფასის 500 ლარის
ჩარიცხავს ითხოვს. მათი თქმით, შრომითი ხელშეკრულებაც აქვთ დადებული,
რომელსაც ხელს გიორგი სიგუა აწერს.თანამშრომლებს დილიდან გადაკეტილი
ჰქონდათ ფესტივალის მთავარი შესასვლელი, მოგვიანებით კი ხელფასების
მოთხოვნით შესასვლელი განმუხურიდანაც გადაკეტეს.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები