რეგიონი
ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი კომპანია GCC-ის მუშაობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ცემენტის ქარხნიდან მტვერი მუდმივად იფრქვევა, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემა ექმნებათ.

,,შეწუხებულები ვართ, რადგან ამ ქარხნიდან დაახლოებით 100 მეტრში ვცხოვრობთ. ჯერ საშინელი ხმაური მოდის, მერე კიდე მტვერი იფრქვევა. ფანჯარას ვერ ვაღებთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გვესმის, რომ თითქოს რაღაც ფილტრებს აყენებენ, რაღაც ზომებს მიმართავენ, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის და ეს ყველეფერი ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე ხდება. ხომ შეიძლება იმუშაოს ქარხანამ ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობა არ განადგურდეს. დილაობით ბურუსითაა მოცული ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, არფერი ჩანს. მოვითხოვთ, დაიცვან სტანდარტები და ის ნორმები, რაც კანონითაა გათვალისწინებული. გვითხრეს, რომ სამშაბათს კომპანიის ხელმძღვანელი შეგვხვდება, იმედია დავილაპარაკებთ და სათანადო ზომებს მიიღებს,“ - თქვა აქციის მონაწილე რუსუდან ღურჯიამ.

კომპანია GCC-ში კომენტარს არ აკეთებენ. მოსახლეობა პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს.

წყარო: IPN
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.