ახალი ამბები
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საბერძნეთის თხოვნაზე: კვართი საქართველოდან არ გავა

ღვთისმშობლის სამოსელი რჩება ზუგდიდში და ის არ დატოვებს საქართველოს,- ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდისა

და ცაიშის ეპარქიის მდივანმა მამა დიმიტრი ვეკუამ განუცხადა.მისი თქმით, კვართის ხობში გადაბრძანების საკითხს სპეციალური კომისია სწავლობს და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ.

„რაც შეეხება საპატრიარქოში საბერძნეთიდან შემოსულ თხოვნის წერილს, კვართის რამდენიმე კვირით ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანასთან დაკავშირებით, მეუფემ განაცხადა, რომ ღვთისმშობლის სამოსელი საქართველოდან არ გაბრძანდება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ვეკუამ.

არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის წერილი შევიდა, სადაც ის კვართის მოსალოცად ხობის დედათა მონასტერში გადაბრძანებას ითხოვდა.ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში მეუფისა და საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს მეუფე ვახტანგს მეუფე გერასიმე შეხვდა. მისი თქმით, ზუგდიდში წმინდა სინოდის დავალებით საზოგადოების აზრის მოსასმენად ჩამოვიდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1923 წლიდან კი დადიანების სამთავროს სასახლეში გადაუსვენებიათ. ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.

 


ამავე თემაზე:

საპატრიარქო ღვთისმშობლის კვართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გადააბრძანებენ თუ არა მარიამობას ღვთისმშობლის სამოსელს ხობში, კვლავ უცნობია (ვიდეო)
Print