გადააბრძანებენ თუ არა მარიამობას ღვთისმშობლის სამოსელს ხობში, კვლავ უცნობია (ვიდეო)
01:34 / 10.08.2017
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის
ეზოში მეუფისა და
საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების
თავმჯდომარეს მეუფე ვახტანგის შეხვედრა დასრულდა. მეუფე ვახტანგმა
ღვთისმშობლის შესამოსლის ხობში მოსალოცად გადაბრძანებასთან
დაკავშირებით ზუგდიდელების აზრი მოისმინა. მისი თქმით, ის ადგილზე
წმინდა სინოდის დავალებით ჩამოვიდა.
„გადაწყვეტილების მისაღებად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი, რომ მოვისმინო
ეპარქიისა და ხალხის აზრი. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩემზე
არაა დამოკიდებული. რეზიუმეს მოვახსენებ უწმინდესსა და წმინდა სინოდს
და შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - უთხრა ჟურნალისტებს
მეუფე ვახტანგმა.
მეუფე გერასიმეს განმარტებით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება
წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს, თუმცა, შეიკრიბება თუ არა სინოდი 28
აგვისტომდე, უცნობია.
„შარშანაც არ შეკრებილა წმინდა სინოდი, თუმცა საპატრიარქომ მიიღო
გადაწყვეტილება, გაითვალისწინა მრევლის თხოვნა და სამოსელი ზუგდიდიდან
არ გასულა“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
მრევლის პოზიციას ითვალისწინებს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც. მისი
თქმით, ქალაქის მერია წმინდა სინოდისთვის გადასაცემ წერილს
ამზადებს.
"მე მაშინაც ვბრძანე, რომ მაქვს უფლება ვილაპარაკო ხალხისა და
მოსახლეობის სახელით, იმიტომ რომ ვარ ღვთისმშობლის ქალაქის მერი.
ღვთისმშობლის კვართი უნდა იყოს ზუგდიდში და უნდა დამთავრდეს ეს
სპეკულაცია", - თქვა გოგოხიამ.
შეხვედრას, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მეუფის რეზიდენციის შენობასთან მრევლმა შეკრება დღეს 16:00 საათიდან
დაიწყო. ისინი, სასულიერო პირებთან ერთად, ღვთისმშობლის კვართის
მარიამობას ხობში გადაბრძანებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ
სამოსელი ზუგდიდიდან არ უნდა გავიდეს.
არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის
მეუფე გრიგოლის წერილი შევიდა, სადაც ის კვართის მოსალოცად ხობის
დედათა მონასტერში გადაბრძანებას ითხოვდა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს,
ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის
ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1923 წლიდან კი
დადიანების სამთავროს სასახლეში გადაუსვენებიათ. ღვთიმშობლის წმინდა
სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ
მუზეუმში ინახება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები