ახალი ამბები
ენმ: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება (ვიდეო)
საუბნო საარჩევნო კომისიების საინიციატივო შემადგენლობა „ქართული ოცნების“ წევრებით არიან დაკომპლექტებული,რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. ამის შესახებ ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წითლიძის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი სიების ნაწილის გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საუბნო კომისიებში სიები „ქართული ოცნების“ წევრებით, ადგილობრივი ხელისუფლების ნათესავებით, საჯარო მოხელეებითა და დისციპლინური გადაცდომების მქონე პირებითაა დაკომპლექტებული.



„საოლქო კომისიაიმ საინიციატივო საუბნო კომისიებში აირჩია ის პირები, რომელთა სია საოლქოს „ქართული ოცნების“ შტაბიდან მიაწოდეს. რეალურად, ბალანსი ვერ იქნება დაცული, რადგან საინიციატივოს გარდა კომისიაში პარტიასაც ეყოლება წარმომადგენელი. მათ ეს სჭირდებათ, რათა ჰქონდეთ უმრავლესობა არჩევნების დღეს. ამ დროისთვის მხოლოდ სიების ნაწილს გავეცანით და 108 არის მმართველი პარტიის წევრი“, - განაცხადა წითლიძემ.

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩვენო კომისიაში. თავმდჯომარის მირანდა მესხის განმარტებით, საინიციატივო კომისიის წევრები 2 სექტემბერს ჩატარებული სხდომის შედეგად აირჩიეს. რაც შეეხება მათ პარტიულ კუთვნილებას ან პოლიტიკურ ინტერესებს, მესხის თქმით, მათ ამის შესახებ არანაირი ცნობა არ აქვთ.



„არცერთი არჩეული წევრი არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს. ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, ვიღებ მე ჩემს თავზე, რომ ყველა გადავამოწმო, თუ კონკრეტულ გვარებს დამისახელებთ. ჩვენ ვირჩევთ ნეიტრალურ პირს, რადგან პარტიული წევრები ისედაც გვყავს კომისიებში. ნათესაურ კავშირთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერს შეუძლია დარეგისტრირდეს და კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, რაც შეეხება დისციპლინურ გადაცდომას, ეს იყო შენიშვნა და გაფრთხილება, რომელიც ამ არჩევნებზე აღარ მოქმედებს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან მესხმა.



მისივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა 2 სექტემბერს შედგა. სხდომას 13-ვე წევრი ესწრებოდა, თუმცა სიანიციატივო წევრების არჩევაში სამმა მათგანმა, მათ შორის, ენმ-ის წარმომადგენელმა მონაწილეობა არ მიიღო. მესხის თქმით, კონკურსანტები პირადობის მოწმობითა და აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირდნენ და არჩეული წევრები საარჩევნო გამოცდილების მიხედვით შეირჩნენ.

თავის მხრივ, ენმ-ის ბრალდებებს პროვოკაციასა და აბსურდს უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“.

„ეს არის მორიგი ცილისწამება. არანარისი სიების გადაცემა არ ყოფილა. ნათესაურ კავშირებს რაც შეეხება, ამ ადამიანებს საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ ეს ხელის შემლელი არ უნდა იყოს. მე პირადად, ჩემი ახლობლები გავაფრთხილე, რომ კონკურსისთვის განცხადება არ შეეტანატ, რადგან ეს ოპოზიციისა და ჟურნალისტების მხრიდან აპელირების საგანი შეიძლებოდა გამცხადრიყო“, - თქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.