ახალი ამბები
საარჩევნო შტაბი: ზუგდიდის ქუჩებში მერობის კანდიდატის საწინააღმდეგო ბუკლეტებს ავრცელებენ
„არა რუსულ პროექტს“, „არა ზვიად სიჭინავას“, - ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის ბუკლეტებს ქალაქის ქუჩებში არიგებენ. ბუკლეტებზე ზვიად სიჭინავას ფოტო და მის მიერ სოხუმში სტუმრად ყოფნისას, ერთ-ერთ ოჯახში, სუფრასთან წარმოთქმული სადღეგრძელოდან ამონარიდებია დაბეჭდილი. „მე ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია“, - წერია ფლაერებზე.

სიჭინავას პრესსამსახურის ხელმძღვანელი მაგდა კლდიაშვილი ამბობს, რომ ფლაერებს ქალაქში ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი ავრცელებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს ისინი იმ ვიდეოს აჩვენებენ, რომელშიც სადღეგრძელოს კადრებია მოცემული.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თუ ისინი ავრცელებენ ამ ყველაფერს, დაანებონ თავი ამ პროვოკაციულ ქმედებებს და მიხედონ იმ ხალხს, რომელიც გუშინ გუბერნიის წინ იდგა და აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლას და კომპენსაციას ითხოვდა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ ყველაფრის უკან მმართველი პარტია დგას, რადგან ბუკლეტები იმდენად მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი, რომ, ვეჭვობთ, ახალგაზრდებს ეს თავიანი ჯიბის ფულით გაეკეთებინათ. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ფლაერებს ავრცელებდნენ, გუშინ ზუგდიდის მერობის კანდიდატს ახლდნენ, თუმცა ამას ვერ ვამტკიცებთ“, - აღნიშნავენ სიჭინავას პრესსამსახურში.

სოციალურ ქსელში ზემოაღნიშნული ვიდეო 2015 წლის შემოდგომაზე გავრცელდა.

„ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია. მე ძალიან ვამაყობ რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მე მინდა დავლიო ამ ქვეყნის სადღეგრძელო. იმ ქვეყნის რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს. მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფის. ყოველთვის ვამბობ, რომ აფხაზი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე ქართველები“, - ამბობს ის სადღეგრძელოს წარმოთქმისას.

სოციალურ ქსელში აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ ზვიად სიჭინავამ განმარტა: „ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემ მიერ გამოთქმული ფრაზების გამო, რომელთა მოსმენამაც ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მერწმუნეთ, ჩემი პოზიცია ისეთივეა, როგორიც საქართველოს თითეული მოქალაქისა, რაც აფხაზ ხალხთან ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენასა და ერთან ქვეყანაში თანაცხოვრებას გულისხმობს“.

თავის მხრივ, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ ვიცით ვინ არიგებს ამ ფლაერებს. მაგრამ ვინც ბრალდებას გვიყენებს, კეთილი ინებონ, ან დაამტკიცონ ეს ან ბოდიშის მოხდა მოუწევთ“, - აცხადებენ "ქართული ოცნების" შტაბში.

ამ დროისთვის ზუგდიდის მერობის ოთხი კანდიდატის ვინაობა ცნობილია. მმართველი გუნდიდან მერობისთვის ლაშა გოგია, ენმ-დან ლევან კონჯარია, „ევროპული საქართველოდან“, - ლელა ქებურია იბრძოლებენ, ზვიად სიჭინავა კი კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.