ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც დევნილები
არიან ჩასახლებულები, მეორე და მესამე სართულებს შორის,
დერეფანში იატაკი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დევნილები განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას
ითხოვენ.
„იატაკი, რომ ჩაინგრა იქვე ვიყავი, რამდენიმე წამის გასული ვიყავი იმ
ადგილიდან... სასწრაფოდ გაგვიყვანონ აქედან, რამდენი ხანია ვითხოვთ
ამას. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ეს შენობა ამორტიზირებულია
და საცხოვრებლად საშიშია“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი.
ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ
ფაცაცია. მან დევნილებს უთხრა, რომ მათ ადგილობრივი ხელისუფლება
დევნილთა სამინისტროსთან უშუამდგომლებს, რათა აღნიშნული შენობიდან
დევნილები დროულად გაიყვანონ.
საავადმყოფოს ყოფილ ეზოში რამდენიმე კორპუსი დგას. იქ, დაახლოებით, 50
დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორი, 20-მდე ბავშვია. მათ განსახლების
მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები