რეგიონი
სამმართველოს უფროსი: საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებული დევნილები სასწრაფო განსახლებას არ ექვემდებარებიან
ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას ინფორმაციით, ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებული დევნილები არ ექვემდებარებიან სასწრაფო განსახლებას. ჩილაჩავას თქმით, აღნიშნულს 2015 წლის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს.

„სამინისტრო ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს ამ ხალხს, ბინები მაგიტომ შენდება, რომ არცერთი დევნილი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. თუმცა, არსებობს 2015 წლის სამხარაულის დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ შენობაში მცხოვრები დევნილები სასწრაფო განსახლებას არ ექვემდებარებიან. სამხარაულის ექსპერტიზა წელსაც შეისწავლის ამ შენობას და უკვე ახალი დასკვნების მიხედვით სამინისტრო მიიღებს ზომებს. ზუსტად სამოცდათოთხმეტი ოჯახი იყო ჩვენი მონაცემებით გასასახლებელი, მაგრამ ყოველ დღე იმატებს ეს ციფრი“, -განაცხდა მანუჩარ ჩილაჩავამ.

ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც დევნილები არიან ჩასახლებულები, მეორე და მესამე სართულებს შორის, დერეფანში იატაკი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დევნილები განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.