ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში
ჩასახლებული დევნილების მდგომარეობის განხილვას ხმაური მოჰყვა. აღნიშნული საკითხი ფრაქცია „ენმ“-ის წევრმა ანი წითლიძემ წამოჭრა და საკრებულოს სხდომაზე დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მოწვევა ითხოვა.
„იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თავის დროზე, როდესაც ბინების გადანაწილების საკითხი იყო, ისინი შიმშილობდნენ. გაუსაძლისია მათი მდგომარეობა. მე გეკითხებით თქვენ, იღებთ პასუხიმგებლობას მათ სიცოცხლეზე?“, - მიმართა წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თაზო ფაცაციას.
თავის მხრივ, ფაცაციამ აღნიშნა, რომ ის ადგილზე იმყოფებოდა და მისი შეფასებით, რაიონული საავადმყოფოს ყოფილი შენობაში ცხოვრების პირობები უმძიმესია, თუმცა, ბინების გადანაწილება შესაბამისი წესების მიხედვით ხდება.

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
|


მასალის გამოყენების პირობები