რეგიონი
ფოთის მერი თანამდებობიდან გადადგა
ქალაქ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. მისი ეს გადაწყვეტულება თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. იგი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს და პარტია “ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია. მან თანამშრომლებს, თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში ერთად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.

“2015 წელს დაიწყო მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს. თუ აქამდე ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ, ამ პროექტის დასრულების შემდეგ ის ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენს. ასევე, განხორციელდა ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, რისთვისაც 22 მილიონი ლარი დაიხარჯა. მოწესრიგდა მუნიციპალური ნაგავსაყრელი, გადაიხურა და რეაბილიტირდა ათეულობით კორპუსის ეზო, ასევე შიდა საკანალიზაციო ქსელი. მოეწყო რაგბის სტადიონი და ქალაქში არსებული მინი-სტადიონები. დაწყებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ მივიყვანთ ბოლომდე”, - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

იგი ფოთის პირველი არჩეული მერია, რომელმაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.