შს სამინისტროს მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან 3 950 მეტრ სიმაღლეზე
მყოფი ორი პოლონელი ტურისტი ჩამოიყვანეს. ისინი გადაადგილებას
ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ
ახერხებდნენ.
უწყების ცნობით, შეტყობინების მიღების შემდეგ საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო
ქვეგანყოფილების მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით
გაფრინდნენ, თუმცა, ღამით, რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური
პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ვერ მოხერხდა.
შსს-ს მაშველები, მთელი ღამის განმავლობაში, ტურისტებთან ერთად
იმყოფებოდნენ.
გამთენიისას კი პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან
უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. სამინისტროს ინფორმაციით,
ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები