რეგიონი
კორცხელის საქმეზე საჯარო მოხელე, ჟურნალისტი და პოლიციელები დაიკითხნენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მოწმეები დაკითხვა გრძელდება. დღეს დასაკითხი 11 მოწმიდან სასამართლომ 10-ის პასუხებს მოუსმინა.

დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა მერი შენგელაიამ. მისი მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რეპლიკებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გაღიზიანებას ცდილობდნენ, რამაც შემდეგ სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია.

„მე გავიგონე, როგორ შეაგინა ნიკა მელიამ მათი მისამართით, ვინც 41-ის შემოხაზვას აპირებდა. რაც შეეხება უშუალოდ ჩხუბს, დავინახე, როგორ ურტყამდა ნაციონალების მომხრე ხელკეტს ერთ-ერთ პირს. რა თქმა უნდა, შეუიარაღებელ ადამიანს რომ თავს ესხმიან, ესეც ხალხის გაღიზიანებას იწვევს. „ააგდეს“ მოსახლეობა, ეს მათი სტილია“, - აღნიშნა შენგელაიამ.

„ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერების მხრიდან სიტუაციის დაძაბვასა და გინებაზე ისაუბრა 2016 წლის თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ, თუმცა, როგორც ამბობს, თავად მას ეს არ გაუგია.

მათგან განსხვავებით, დაპირისპირების დასაწყისის მიზეზებზე არ უსაუბრა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის პრესსამსახურის ყოფილ უფროსს სალომე მაქაცარიას. მისი თქმით, ნიკა მელიას მხრიდან გინება არ გაუგია და არც ხელკეტი უნახავს, თუმცა კარგად ახსოვს რამდენიმე ბრალდებული. პროცესზე მაქაცარიამ ორი მათგანი ამოიცნო.

„გიგა ლუკავა სკოლის ჭიშკართან იდგა რამდენიმე სპორტსმენთან ერთად და მითხრა, რომ არ გადამეღო. ისედაც გაღიზიანებულები არიანო, შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ახლა აქ ზის, იგივე მითხრა და დამემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კამერას დამილეწავდა “, - უთხრა სასამართლოს მაქაცარიამ.

პროცესზე ასევე დაიკითხა პოლიციელი ლაშა კვარაცხელია, რომელმაც ინციდენტის დროს დაზიანება მიიღო. მისი თქმით, ის წაბორძიკდა და წაიქცა, რის შემდეგაც თანამშრომლებმა ჯერ მანქანში, მოგვიანებით კი სავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება ფიზიკურ დაპისრისპირებას, მისივე განამრტებით, სიტუაციის განეიტრალება ფიზიკურად ვერ შეძლეს.

„სულ 8-9 პოლიციელი ვიყავით, სიტუაცია იმდენად უკონტროლო იყო, შუაში ვიდექით, ვაშველებდით, თუმცა არ მოგვისმინეს. თუ დაისვა კითხვა, რატომ არ დავაკავეთ ადგილზე ინციდენტში მონაწილე პირები, ამას ფიზიკურად ვერ გავწვდებოდით“, - განაცხადა პოლიციელმა.

მომდევნო პროცესი 15 ნოემბერს ჩაინიშნა.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ.

დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.