განმუხურის სანაპიროზე 75 ჰექტარის მიწის ფართობის განაშენიანება იგეგმება (ვიდეო)
16:25 / 06.10.2017
განმუხურის სანაპირო ტერიტორიაზე სასტუმროები, საცხოვრებელი ფართები,
საზოგადოებრივი და გასართობი
დაწესებულებები აშენდება. განაშენინების გეგმა საკრებულოს დღევანდელ
სხდომაზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ხურო“ წარადგინა.
საპროექტო-სამშენებლო კომპანიის დირექტორის დავით მელქაძის თქმით,
განმუხურის სანაპიროზე 75 ჰექტარი მიწის ფართობის განაშენიანება
იგეგმება.
„ზუგდიდის მუნციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი, გავიმარჯვეთ და
გავაფორმეთ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ტექნიკური
დავალების შესრულება და დრო. ჩვენც შევასრულეთ ეს დავალება და
წარმოავდგინეთ პროექტი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიზიკურად არ არის
მოსახლეობა, გარდა ერთი ქალბატონისა, რომელსაც მიწა გაფორმებული არა
აქვს, დანარჩენ ტერიტორიას ჰყავს მეპატრონეები, მათთან ჩვენ გვაქვს
საპროექტო წინადადება“, - განაცხადა დავით მელქაძე.
საკრებულომ წარმოდგენილ პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. დეპუტატებს
განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებუთ კითხვები არ დაუსვამთ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები