მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკისას, „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,
2 მჭიდი და 235 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სს კოდექსის 236-ე მუხლით
მიმდინარეობს.
ფოტო: Police.ge
მასალის გამოყენების პირობები