„ევროპული საქართველო“: ზუგდიდში კომისიის წევრებს დაავალეს, რომ ბიულეტენებზე ბეჭდები არ დასვან (ვიდეო)
15:41 / 20.10.2017
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ
მმართველი პარტია არჩევნების
გასაყალბებად ემზადება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა დამენიას
ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნის
კომისიის წევრებს დაავალეს, რომ ოპოზიციური პარტიის სავარაუდო
მხარდამჭერების ბიულეტინებზე ბეჭდები არ დასვან. მისივე მტკიცებით,
მსგავსი ქმედებით იმ ბიულეტენის გაბათილებას ეცდება, სადაც მათი
საარჩევნო ნომერი იქნება შემოხაზული.
„ბოლო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესში ბევრი ბიულეტენი გაბათილდა.
მმართველმა პარტიამ წელსაც იგივე ხერხს მიმართა ასევე, ისინი
ეცდებიან, რომ ე.წ. კარუსელი დაატრიალონ. ოპოზიციური პარტიის კომისიის
წევრს მოვუწოდებ, რომ საარჩვენო უბნებზე ერთმანეთთან ითანამშრომლონ.
თუ კი პირადობის მოწმობის სურათი იქნება შედარებული სარეგისტრაციო
ჟურნალში არსებულ სურათთან ადვილად გამოვლინდება კარუსელი“,
-განაცხადა ლაშა დამენიამ.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს
აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ საკითხზე დამატებით
კომენტარს არ გააკეთებენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები