რეგიონი
აფხაზეთში რუსებმა სპეციალიზებული საბაჟო გახსნეს
დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სპეციალიზებული საბაჟო ორგანო – აფხაზური საბაჟო საგუშაგო ამოქმედდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

აფხაზური საბაჟო საგუშაგო, რომელიც რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურს ექვემდებარება, აფხაზეთის ტერიტორიაზე და მრავალმხრივ საავტომობილო გამშვებ პუნქტ “ადლერზე” იმოქმედებს.

„მისი კომპეტენციები შემოიფარგლება ცალკეული უფლებამოსილებებით საქონლის შეზღუდული სახეობების მიმართ ოპერაციებისა და პროცედურების განსახორციელებლად. ეს ჩამონათვალი რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მიერ აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტთან შეთანხმებით განისაზღვრება” - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურში განმარტავენ, რომ აფხაზური საბაჟო საგუშაგო შეიქმნა “შეზღუდვებისა და აკრძალვების განხორციელების უზრუნველსაყოფად იმ საქონლის მიმართ, რომელიც საბაჟო საზღვარზე გადაადგილდება, ასევე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესების დაცვისათვის, აფხაზეთის საბაჟო ორგანოებთან ურთიერთქმედებისათვის სამართალდაცვით სფეროში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების, მათი პრეკურსორების, იარაღის, კულტურული ფასეულობების,რადიოაქტიური ნივთიერებების, გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა და მცენარეთა რიგი სახეობებისა და სხვა საქონლის უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად”.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.