საკრებულოს ახლადარჩეული წევრები ზუგდიდში საარჩევნო პლაკატებს ხსნიან (ვიდეო)
11:53 / 11.11.2017
ზუგდიდში საკრებულოს ახლადარჩეული წევრები და "ქართული ოცნების"
წევრები წინასაარჩევნო მასალებს ხსნიან.
დასუფთავების აქცია დილის თერთმეტი საათიდან დაიწყო და საკრებულოს
თავმჯდომარეობის კანდიდატის მამუკა წოწერიას თქმით, ყველა უბანს
მოიცავს. '
მისივე ინფორმაციით, წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაიწმინდება ბოძები,
დაწესებულებების კედლები და ღობეები.
„აქციაში სულ 800-მდე მოხალისე მონაწილეობს და ქალაქის 3000-მდე
აღრიცხული ობიექტი გასუფთავდება. მინდა მადლობა ვუთხრა მოხალისეებს“,
- განაცხადა წოწერიამ.
საარჩევნო მასალებისგან ქალაქს მაჟორიტარი დეპუტატები, საკრებულოს
ამჟამინდელი თავმჯდომარე ნატალია შეროზია და სხვა ყოფილი საჯარო
მოხელეები წმენდენ.
საარჩევნო კოდექსით, პოლიტიკური სუბიექტები ვალდებულები არიან,
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 15 დღის
ვადაში უზრუნველყონ საარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები