რეგიონი
ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის წარმომადგენლებმა ანაკლიაში პორტის ტერიტორია დაათვალიერეს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine- ის ვიცე პრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი ანაკლიას ეწვივნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა პორტის პროექტის ტერიტორია მოინახულეს.




“საქართველოში ჩამოსული ვართ სამუშაო ვიზიტით. გავმართეთ შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენი კომპანია იქნება პორტოპერატორი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, როცა უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. SSA Marine ჩართულია ასევე პორტის დიზაინის შექმნაში და ჩვენი გუნდი ანაკლიის კონსორციუმის გუნდთან ერთად მუშაობს, რომ დაგეგმონ ტექნიკური დეტალები და სამომავლო გეგმები“, - განაცხადა SSA Marine – ის ვიცე პრეზიდენტმა კარლ როჯერ საჰლინმა.

ამერიკული ტერმინალ-ოპერატორის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან და კვირის განმავლობაში შეხვედრებს სხვადასხვა უწყებებთან თბილისსა და ბათუმშიც გამართავენ.



„SSA Marine-ი“ ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა. „კონტი ჯგუფის“ შემდეგ „SSA Marine-ი“ მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი გახდა. ის ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.