რეგიონი
კომპანია "ნატახტარი" ახალგაზრდების მომავალზე ზრუნვას აგრძელებს (ვიდეო) ®

ზუგდიდში კომპანია „ნატახტარის“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი- საქართველოს“ წარმომადგენლებმა „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს. ამასთან მოეწყო ახალი პროგრამის პრეზენტაცია და მოზარდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა.

ასოციაცია „ჩვენი სახლი- საქართველოს“ წარმომადგენლის მანანა ომარაშვილის თქმით, აღნიშნული კომპანია 2011 წლიდან მუშაობს ბენეფიციარებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებაზე და იმ სირთულეების დაძლევაზე რასაც ისინი სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ აწყდებიან.

„ახალგაზრდების სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შემდეგ აწყდებიან ისეთ სირთულეებს, როგორიცაა საცხოვრებლის არქონა, შეზღუდული ხელიმსაწვდომობა განათლებაზე, შეზღუდული სოციალიზაცია და დასქამება. ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნულ მოზარდებზე უკვე მეექვსე წელია ზრუნავს. ეს ზრუნვა გამოიხატება იმაში, რომ მათ ფონდ „ნატახტართან“ ერთად ვეხმარებით დაიწყონ დამიუკიდებელი ცხოვრება “, - განაცხდა მანანა ომარაშვილმა.

„ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო სურმავა მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილი პრობლემების დასაძლევად სახელმწიფო დონეზე დახმარების სისტემისა და პროგრამების შემუშავება მნიშვნელოვანია.

„გამოცდილება გარწმუნებს, რომ ძალიან მცირე რესურსით შეიძლება ჩვენი ბენეფიციარების გაძლიერება და აქტიურად ჩართვა რეგინული განვითარების პროცესში, რასაც ბიუჯეტიდან ძალიან მწირი თანხა სჭირდება. გვინდა, რომ ადგილობრივ თვითმმრველობას გავაცნოთ ჩვენი პროექტი და ერთად გამოვნახოთ რესურსები რითაც შევძლებთ უფრო მეტ ბენეფიციარს გავუწიოთ დახმარება. აღნიშნულ ფონდში თანხები გაყიდული ლიმონათებიდან გროვდება. ეს პროცესი წელს 8 ნოემბეს დაიწყო და 8 დეკემბრამდე გრძელდება. აღნიშნული ფონდი ყოველი გაყიდული ლიმონათიდან შესული ერთი თეთრით ახალგაზრდებს ეხმარება ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში, რაც თავშესაფარს, განათლების ხელშეწყობას, ფსიქოლოგის კონსულტაციას და დასაქმებას გულისხმობს“, - თქვა სურმავამ.

როგორც შეხევდრაზე გახდა ცნობილი აღნიშნული მომსახურება 307 ბენეფიციარს უკვე გაეწია. შეხვედრას თვითმმართველი ორგანოების, არასამთავრებო და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.