ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში აპარატისა და განყოფილებების ხელმძღვანელები დაინიშნნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შტატების დაკომპლექტება მიმდინარე კვირას დასრულდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ნატა პაპასკირმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საკრებულოს განყოფილებების ხელმძღვანელი პირების ვინაობა ცნობილია.

საფინანსო საკითხთა განყოფილებას ახალ საკრებულოში ნინო ქაძანაია უხელმძღვანელებს, იურიდიულ საკითხთა განყოფილებას ნინო დაგარგულია, მატერიალურ ტექნიკურ საკითხთა განყოფილებას - გიორგი გოგია, საქმის წარმოების განყოფილებას მამუკა სიჭინავა, ხოლო მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მირიანე კილასონია იქნება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების განხილვა. საუბარია ლიკვიდირებული გამგეობისა და მერიის საკრებულოების თანამშრომლებზე, რომელთა შეფასებაც მოხდა. საბოლოო გადაწყვეტილებას შეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით საკრებულოს თავმჯდომარე მიიღებს, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელი“, - აღნიშნა პაპასკირმა.

ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციაში სულ 30 შტატია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.