რეგიონი
დათა ახალია სანდრო გირგვლიანის საქმეზე იკითხება
მე შემიძლია მოგაწოდოთ ის ინფორმაცია რაც დაეხმარება სასამართლოს სიმართლის დადგენაში, - ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლოში "სკაიპით" დაკითხვისას განაცხადა.

კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლოში მოწმის სახით იკითხება. ახალაიამ კატეგორიულად უარყო საქმეში არსებული ის გარემოება, რომლის თანახმადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების დაპირება მიიღო. ამასთან, ახალაიას თქმით, სააკაშვილს არც ოლეგ მელნიკოვთან ერთად შეხვედრია.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მქონდა მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა, ისეთი როგორიც ჩემი რანგის თანამდებობის პირს უნდა ჰქონოდა. არასდროს სანდრო გირგვლიანის თემაზე მიხეილ სააკაშვილთან საუბარი არ მქონია არც 2006, 2007, 2008 ან 2009 წელს. ოლეგ მელნიკოვთან ერთად მე სააკაშვილთან არ მივსულვარ, მითუმეტეს ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არის აბსურდი", - განაცხადა ახალაიამ.

ამასთან, დათა ახალაიამ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზედენტთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. "ოლეგ მელნიკოვი იყო ჩემი დეპარტამენტის თანამშრომელი. მე პრეზიდენტთან შეხვედრებზე და იქ განხილულ საკითხებზე მოვახსენებდი ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრს. პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და ურთიერთობა სახელმწიფო საიდუმლოებებზე და სახელმწიფო უშიშროებაზე".

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრას, რაზეც ოქრუაშვილმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, ახალაიას თქმით, ეს არის სიცრუე. "ოქრუაშვილს 2006 წლის განმავლობაში საერთოდ არ შევხვედრივარ, მითუმეტეს კანცელარაიაში", - განაცხადა ახალაიამ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.