ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტში დარჩენილი სახსრების გადანაწილებას ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
ქალაქის საკრებულომ გაუქმებული მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტში არსებული რესურსების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა კი ხმის მიცებისგან თავი შეიკავეს.

მანამდე, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დარჩენილი სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით ერთმანეთს ქალაქის მერი მერი ლაშა გოგია და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანი წითლიძე დაუპირისპირდნენ.

წითლიძე განსაკარგავი თანხის გადანაწილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვდა, რის გამოც გოგიამ მას დემაგოგი უწოდა და აღნიშნა, რომ სხდომაზე საკითხის დეტალური განხილვა ვერ მოხერხდება. თავის მხრივ, წითლიძემ ქალაქის მერს არაკომპეტენტური უწოდა.



„საკრებულოს წევრებს და ზუგდიდელებს აქვთ უფლება იცოდნენ, კონკრეტულად სად იხარჯება საბიუჯეტო თანხები, რაზედაც პასუხი დღეს ვერ მივიღეთ. სწორედ ამიტომ შევიკავეთ თავი, რომ საკითხისთვის მხარი დაგვეჭირა“, - განმარტა წითლიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას მტკიცებით, საკითხი სხდომაზე ისე შევიდა, რომ მას საკომისიო განხილვა არ გაუვლია. მისივე თქმით, მათ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი სწორედ ამ მიზეზით თქვეს.

ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხად საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ საკითხი ბიუჯეტში ცვლილებას არ გულისხმობს და საუბარია მხოლოდ სამართლებრივ მხარეზე.



„არ იყო აუცილებელი დეტალურად ყოფილიყო განხილვა, რადგან ეს ბიუჯეტები ორივე ორგანოს საკრებულოების მიერ იყო მხარდაჭერილი. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, შესაბამისი სამსახურებიდან მოვითხოვთ და მოვისმენთ თანხების განმარგარგვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას“, - აღნიშნა წოწერიამ.



რაც შეეხება დარჩენილ თანხებს, წოწერიას თქმით, ის სხვადასხვა, მათ შორის, ჯანდაცვის პროგრამებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაიხარჯება.

მუნიციპალიტეტების გაუქმების პერიოდისთვის ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა 24 მილიონ 594 ლარი იყო, ქალაქის - 31 მილიონ 133 ლარი. აქედან,  სულ გასახარჯი თანხა 14 მილიონ ლარზე მეტია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.