რეგიონი
PIN-ის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა ზუგდიდის მერიაში
ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ "ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) თემაზე - „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ - შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

2016 წლიდან PIN-ი ახორციელებს სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტყიბულის, ხონის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდა მრჩეველთა საბჭოები. მასში გაწევრიანებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.



შეხვედრაზე ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა ნანა ყურაშვილმა PIN-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ამასთან, შეხვედრაზე ის პროექტები წარმოადგინეს, რაც PIN-ისა და და თვითმმართველობის მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.



მიმდინარე წლის ივლისის თვიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად შეიქმნა და ამოქმედდა ინოვაციური პროექტი ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“, რომელიც ყოველკვირეულად უფასოდ, წინასწარ შერჩეულ მარტოხელა და მარტოდ მცხოვრებ ხანდაზმულებს აწვდის მულტიდისციპლინარულ დახმარებას, რომელშიც შედის ექიმის, ექთანის და ხელოსნის მომსახურება, ასევე საკვებით უზრუნველყოფა. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი - მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები. პროგრამაში ამ ეტაპზე 30 მარტოხელა ხანდაზმულია ჩართული.



„რა თქმა უნდა ამ პროექტის განხორციელებას მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით გააგრძელებს. ვფიქრობთ, რომ პროექტში 100-მდე ხანდაზმული ადამიანი ჩავრთოთ“,-აღნიშნა მერიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელმა გოგი რევიამ, რომელიც პროექტში აქტიურად არის ჩართული.

გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასოციაცია „გაენათის“ მიერ სოფელ რუხში შექმნა ახალგაზრდული კლუბი „აურორა“, რომელიც ზრუნავს მოსწავლე-ახალგაზრდების სოციალიზაციაზე თემში. შშმ პირთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰანგმა“ სოციალურად დაუცველი და შშმ ქალებისთვის შექმნა ჭრა-კერვის გადამზადება დასაქმების ცენტრი, ხოლო ასოციაცია „იმედმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, დევნილთა ორ ჩასახლებაში განახორციელა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები.



PIN-ის მხარდაჭერით ტყიბულის, ხონის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 17 პროექტი განხორციელდა, რაც სარგებელს საერთო ჯამში 50 000-ზე მეტ ადამიანს მოუტანს.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია,მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს წევრები, მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება და ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.