ახალი ამბები
სოციალური და ჯანდაცვის კომისიის ორმა წევრმა ბიუჯეტის შესაბამის ნაწილს მხარი არ დაუჭირა (ვიდეო)
საკრებულოს სოციალური და ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის შესაბამისი ნაწილი განიხილეს. დეპუტატების კითხვებს სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელებმა უპასუხეს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური პროგრამებისთვის 2 მილიონ 900 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ენმ-ის წევრი პაატა ადამია დაინტერესდა, რატომ არის გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ 8 პროცენტი სოციალური და ჯანდაცვის სფეროსთვის მაშინ, როცა მერიის თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება აღნიშნულ თანხას ორჯერ აღემატება.

„მხარი რომ დაუჭირო რამეს, უნდა იცოდე დეტალები, საუბარი რამე კონკრეტულზე არ არის. ყველაზე ცუდი არის ის, რომ პრიორიტეტული სფერო ბიუჯეტის 8 პროცენტს შეადგენს, ხოლო ხელფასებზე 5 მილიონზე მეტია გამოყოფილი, რაც მიუღებელია. ხალხმა აგვირჩია, რომ მათ დავეხმაროთ და არა იმიტომ, რომ ხელფასები ავიღოთ“, - აღნიშნა ადამიამ.



საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მურთაზ ბოკუჩავა განმარტავს, რომ ეს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი არ არის და ის წლის განმავლობაში გაიზრდება. რაც შეეხება ხელფასებს, ის ამბობს, რომ თანხის რაოდენობა კანონით გათვალისწინებულზე რამდენიმე პროცენტით ნაკლებია.

უფასო სასადილოების ბენეფიციართა და რაციონის გაზრდის საკითხით დაინტერესდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია. მას მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ უთხრა, რომ მომავალ წელს გაიზრდება, როგორც ბენეფიციართა რაოდენობა, ასევე გაუმჯობესდება რაციონი.

„გარდა ამისა, დავინტერესდი ორი ბავშვის დაფინანსების საკითხით, რომელსაც იშვიათი დაავადება აქვს. მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ახლა პროექტში კი საუბარია, რომ განახევრდება დაფინანსება, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია. ზოგადად, ეს ბიუჯეტი მოსახლეობის სრულ საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა რაც გვაქვს, გვინდა, მაქსიმალურად სამართლიანად გადანაწილდეს“, - თქვა შელიამ.

იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების თემაზე ნინო სხულუხიამ თქვა, რომ საკითხი გადაიხედება და დაფინანსება, სავარაუდოდ, არ განახევრდება.



მისივე თქმით, ბიუჯეტის ახალი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ აქცენტი უწყვეტ პროგრამებზე გაკეთდება.

„ჩვენი სამსახურის ბიუჯეტი 400 000 ლარითაა გაზრდილი. აქცენტი გაკეთდება ონკოლოგიურ დაავადებებსა და სკრინინგულ პროგრამებზე. მთავარია, რომ სამივე მიმართულება - პროფილაქტიკა, მკურნალობა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა გათვალისწინებული“, - დასძინა სხულუხიამ.

განხილვას საკრებულოს წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს სოციალური და ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე დაიწყო. 2018 წლის ზუგდიდის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მთლიანი მოცულობა 35 მილიონ 100 ათასი ლარია.

ამავე თემაზე:

„განუხრელი ზრუნვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაზე” - ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.