ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: ანაკლიის პორტის მშენებლობაზე დასასაქმებლად ადგილობრივებისთვის მოსამზადებელი სკოლა გაიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ადგილზე მსხვილი პროფესიული სასწავლებლის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა.

ქვარაია დაინტერესდა, რა გეგმებია შემუშავებული იმისთვის, რომ პორტის მშენებლობაზე ადგილობრივები დასაქმდნენ.



„გამოვყოფ ანაკლიის ღრმაწლოვანპორტს, რომელიც საუკუნის პროექტადაა შეფასებული. სწორედ ამ საკითხზე მექნებოდა შეკითხვა. ბევრი ადამიანი ელოდება მუშაობის დაწყებას, განსაკუთრებით კი - ადგილობრივი მოსახლეობა, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაცია არ შეესაბამება მოთხოვნებსა და სტანდარტებს, რომ დასაქმდნენ ანაკლიის პორტის პროექტის სამუშაოებზე. როგორია თქვენი ხედვა, რა გეგმებია გათვალისწინებული, რომ მოხდეს ამ ადამიანების გადამზადება და შემდეგ მათი დასაქმება. როგორ მოხდება პრიორიტეტის მინიჭება მათთვის? ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისვის“, - იკითხა ქვარაიამ.

კვირიკაშვილის თქმით კი, მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტი ადგილობრივებისთვის იყოს სარგებლის მომტანი.

„საინვესტიციო კონსორციუმს აქვს გეგმა, რომ ადგილზე გააკეთოს მოსამზადებელი სკოლა, სადაც დროის მოკლე პერიოდში სპეციალურად მომზადდება ადგილობრივი კადრები, იქ მაცხოვრებლები, რომ დასაქმდნენ მშენებლობაში. ეს ვალდებულებად აქვს აღებული კონსორციუმს, რომ იყოს საშუალება ადგილობრივები სპეციალობების შესაბამისად გადამზადდნენ და დასაქმდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, პირველი სამშენებლო პროცესი პორტის ტერიტორიაზე 2 დღეში დაიწყება.



ზუგდიდის მაჟორიტარმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, მთავრობის შემადგენლობა კვირიკაშვილის მეთაურობით წარმატებული.

„მთავრობის ის შემადგენლობა, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით იყო წარმატებული და მე დარწმუნებული ვარ ის პროგრამა, რომელიც თქვენ დღეს წარმოგვიდგინეთ, ასევე იქნება წარმატებული. ამ წარმატებულობის მაგალითად ძალიან ბევრი უკვე განხორციელებული პროექტების მოყვანა შეიძლება. გამოვყოფდი ზუგდიდში ტექნოპარკის ინოვაციური პროექტის განხორციელებასა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის დაწყებას, რომელსაც ზუგდიდი და სამეგრელო ძალიან დიდი ხანია ელოდებოდა», - აღნიშნა ქვარაიამ.

პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება, სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დეპუტატების კითხვებს პასუხობენ.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიას პრემიერ-მინისტრი დაესწრება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.