რეგიონი
რაულ ხაჯიმბა დანარჩენი საქართველოდან შემოტანილ საქონელზე გადასახადის დაწესებას გეგმავს
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა 2017 წლის მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველოსთნ საზღვარზე“ ვაჭრობა კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს. მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ენგურის საბაჟო პუნქტმა, ჯერ კიდევ ომის შემდეგ დაიწყო მუშაობა და საბაჟო გადასახადებიც კი დაწესდა, თუმცა, მოგვიანებით, ის რატომღაც დაიხურა.

"არავინ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ საქართველოსთან სახელმწიფოების დონეზე ვგეგმავთ ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თუმცა, ეკონომიკური ურთიერთობები ამ საზღვრაზე მომუშავე სრულიად სხვა ადამიანებმა დააწესეს", - აღნიშნა, მან.

მისი თქმით, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქონელი „აფაზეთში საქართველოდან შემოდის“.

„რესპუბლიკის ყველა ბაზარში იყიდება საქართველოდან შემოსული და საქართველოში წარმოებული საქონელიც კი. რატომ უნდა მივცეთ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ჩვენს ბაზარზე დემპინგის საშუალება. ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება კი არა, კონტროლის უფრო მკაცრი პროცესების გატარება და სახელმწიფოსთვის სარგებლის მიღების შესაძლებლობა გვაინტერესებს“, - განმარტა მან.

რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოში“ გააქვთ თხილი, რაზეც საბაჟო გადასახადია დაწესებული.

"ტვირთს, რომელიც საქართველოს მხრიდან შემოდის, ფასის თვალსაზრისით, რუსეთიდან შემოტანილს ვერ შავადარებთ, თუმცა ის მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ დიდი თანხებს ვკარგავთ. ამიტომ, ეს საკითხები დასამუშავებელია და უნდა მოვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები", - დასძინა ხაჯიმბამ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.