ახალი ამბები
52 000 გადამოწმებული და 127 დაკავებული - საპოლიციო კონტროლის შედეგები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დილით 6 საათზე საპოლიციო კონტროლი დაასრულა, რომლის მიზანი, შს სამინისტროს ინფორმაციით, იყო დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებისა და საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ დაკავებულია 127 პირი, მათ შორის:



• სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 45 პირი, მათ შორის არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები.

• გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილი 5 პირი;

• ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი;

• ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები;

• ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი;

• ამოღებულია 54 ხელყუმბარა;

• 122 კაფსულ-დეტონატორი;

• 3 740 ცალი ვაზნა.

საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმდა 52 000-მდე პირი. ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი.

უწყების ცნობით, რამდენიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა და იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სამსახურეობრივი გადაცდომა, თითოეულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.



„შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. ასევე დიდი მადლობას უხდის თითოეულ იმ მოქალაქეს, რომლებმაც ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან“, - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.


ფოტო: შსს

22-23 დეკემბერს მიმდინარე საპოლიციო კონტროლის და სპეციალური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგები

საქართველოში საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.