ახალი ამბები
ჩინური კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 50 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, უმსხვილესი ჩინური კორპორაცია ZPMC-ი მათი პარტნიორი ხდება და ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩაერთვება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

შეთანხმების მიხედვით, უმსხვილესი ჩინური კომპანია პორტის მშენებლობაში მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და დამატებით, ჩინურ საფინანსო ინსტიტუტებს მომავალი ინვესტიციებისთვის მოიზიდავს. ZPMC-ი ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის უზრუნველყოფს უახლესი, თანამედროვე სტანდარტების საკონტეინერო ამწეებისა და საკონტეინერო ტერმინალის მართვისთვის საჭირო სხვა ტექნიკის მიწოდებას.

გარდა ამისა, კონსორციუმის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში, ZPMC-ი ასევე ჩინური ლოგისტიკური კომპანიების ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მოზიდვას უზრუნველყოფს.

ანალიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გრძელვადიან პარტნიორობასთან ერთად, ZPMC-ი ასევე აპირებს კონსორციუმის მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობა მიიღოს და, გამარჯვების შემთხვევაში, პორტის სამშენებლო სამუშოების ნაწილი განახორციელოს.



„ZPMC-ის შემოსვლა ანაკლიის პროექტში უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია - საუკუნის პროექტის განხორციელებაში მსხვილ ამერიკულ ინვესტორებთან ერთად მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა ერთვება - ჩინური კორპორაციის სახით. საქართველო იქნება ZPMC-ის პორტფელში მეასე ქვეყანა, სადაც ის ოპერირებს. ეს არის პირველი წინარე ხელშეკრულება, რომელიც ჩინურ კორპორაციასთან გავაფორმეთ და მას აუცილებლად მოჰყვება სხვა ჩინურ კომპანიებთან შეთანხმებებიც - მათთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

კონსორციუმის ცნობით, ZPMC-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ და მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია ასევე მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში. კომპანიის მფლობელობაშია 60,000 დან 100,000 ტონის სიმძლავრის 26 გემი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან. ZPMC-ის ცენტრალური ოფისი შანხაიში მდებარეობს და კომპანია შანხაის საფონდო ბირჟაზე კვოტირებს.


ამავე თემაზე:

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.