ახალი ამბები
სოხუმში ლუკავას გათავისუფლების შემსწავლელი კომისია შეიქმნა
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემის ფაქტს შეისწავლის. აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზმა პარლამენტარებმა გუშინ გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, აფხაზეთის უზენაესი სასამართლოსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - წერს „სპუტნიკ აბხაზია“.

ამავე ცნობით, „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გარი არშბას განცხადებით, ლუკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რაულ ხაჯიმბამ შეიწყალა და სასჯელის დარჩენილი ვადის მოხდისგან გაათავისუფლა.

კომისიაში, რომლის თავმჯდომარე რაულ ლოლუა იქნება, 6 დეპუტატი შევა. 

„დეპუტატები დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს უფლება ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ. ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ ვერ მივიღეთ, ვინაიდან, როგორც ჩანს, ამის უფლება მას ნამდვილად ჰქონდა“, - განაცხადა ლოლუამ.

მისი თქმით, შექმნილი კომისია ამ გადაწყვეტილების კანონიერებას შეისწავლის.

დეპუტატების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ასეთი დამნაშავის შეწყალება, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ აჩბამ განაცხადა, რომ „შეიძლება შეიწყალოს ნებისმიერი პირი, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის“.

გუშინვე სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა, რომელზეც გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ლუკავას შეწყალების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას და აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები პირის ან პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ქართული მხარისთვის ლუკავას გადაცემა ასევე მკაცრად დაგმეს ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კიარაზაას“ წარმომდგენლებმა, „პარლამენტის“ რამდენიმე დეპუტატმა.

უფრო ადრე, აფხაზურ საზოგადოებაში გიორგი ლუკავას გათავისუფლებით გამოწვეულ პოლემიკას, მათ შორის სოციალურ ქსელში, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებით გამოეხმურა.

აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა, 25 დეკემბერს, დაახლოებით, 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დააკავეს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედებებოდა". 

28 დეკემბერს აფხაზურმა მხარემ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლა. ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მიმდინარე წელს აფხაზეთის ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.