რეგიონი
მესტიაში მოკლული ენმ-ის წევრის მეუღლე: მკვლელს ვიღაცა ხელს აფარებს
მესტიაში 25 დეკემბერს მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ნიგურიანის მეუღლე სვეტლანა ნავერიანი ვარაუდობს, რომ მისთვის გაურკვეველი პირები მკვლელს ხელს აფარებენ. მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დამნაშავე კანონის უმკაცრესი წესით დაისაჯოს.

„ისეთი რა გახდა ამ ქვეყანაზე, რომ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხდა მკვლელის დაკავება. თუ არ მოხდება ჩემი მეუღლის მკვლელის დაკავება უმოქმედოდ არ გავჩერდები, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და სამართალს მაინც ვიპოვი. სვანეთი რთული რეგიონია, მაგრამ ხელს რომ ვინმე არ აფარებდეს, შუა ზამთარში, ასეთ მკაცრ კლიმატურ პირობებში მარტო თავს ვერ ირჩენს“, - ამბობს ნავერიანი.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით 108-ე და  236-ე მუხლით მიმდინარეობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.