გარემოვაჭრეები ძველი ტერიტორიის დაკავებას აპირებენ (ვიდეო)
16:24 / 01.02.2018
გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მანამდე
ვაჭრობდნენ, მუშაობის გაგრძელბას აპირებენ. მათი თქმით, დათმობაზე არ
წავლენ და მერიის
ზედამხედველობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, აქციებს
გააგრძელებენ.
„რაც გუბერნატორმა თქვა, ის გაიმეორა მერმა. ჩვენ ახლა მივდივართ ძველ
ადგილებზე და რაც გვაქვს, იმ საქონლით ვივაჭრებთ. მოვიდნენ და
დაგვიჭირონ, ვნახოთ რამდენს დაიჭერენ“, - ამბობს აქციის მონაწილე,
მარინა ფარულავა.
ცოტა ხნის წინ, გარემოვაჭრეების მოთხოვნების შემსწავლელი ჯგუფის
შექმნასთან დაკავშირებით, მერისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეხვედრა დასრულდა. ანა წითლიძის
თქმით, მერის პოზიცია უცვლელია და ის გარევაჭრობის წინააღმდეგია.
„ზუგდიდის მერთან ჩემი შეხვედრა გუბერნატორის შუამდგომლობით
განხორციელდა. მერს კიდევ ერთხელ გავაცანი გარემოვაჭრეების
მოთხოვნები. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის მათ პრობლემებს და დაიწყება
გარევაჭრობის წესის საჯარო განხილვა. მერთან ჩვენ შევთანხმდით იმაზე,
რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, თუმცა ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ამ
ხალხმა დროებით იმუშაოს. ამ შემთხვევაში მერის პოზიცია არის შეუვალი“,
- განაცხადა ანა წითლიძემ.
გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ
ვაჭრობის გაგრძელება სურთ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები
და ზედამხედველობის სამსახურის წამომადგენლები.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები