რეგიონი
,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ წითელასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
ზუგდიდის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ მოსახლეობას წითელას საწინაღმდეგო იმუნიზაციისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

„2017 - 2018 წლებში ქვეყნის მასშტაბით წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნევა. უკვე აღირიცხა წითელას 100-ზე მეტი შემთხვევა. ასაკობრივი დინამიკის მიხედვით შემთხვევათა დიდი ნაწილი მოდის 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებზე და ასევე, 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფზე. მოსახლეობის დაცვა წითელასგან და მოსალოდნელი ეპიდაფეთქების შეკავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებაში შეიქმნება სათანადო იმუნური ფენა. აღნიშნულის მიღწევის ერთადერთ გზას წარმოადგენს ბავშვების აცრებით მოცვის მაღალი მაჩვენებლების მიღწევა (არანაკლებ 95%) და აუცრელი ან აცრის უცნობი სტატუსის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ვაქცინაცია.

წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, დაწესებულებები)! წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. მძიმე გართულებებიდან ყოველი მე-4-5 შემთხვევა მთავრდება სიკვდილით!

ამჟამად მიმდინარეობს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება წითელას გავრცელების შეჩერების მიზნით: 1-14 წლის ასაკის არასრულად იმუნიზებულ პირთა, სამედიცინო პერსონალის და კონტაქტების ერთჯერადი უფასო ვაქცინაცია! მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები, რათა ერთად შევაჩეროთ წითელა!

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ მოუწოდებს მოსახლეობას დროულად ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაცია, აგრეთვე მშობლებს გადაამოწმონ ბავშვების აცრის კალენდარი და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარონ წითელას საწინააღმდეგო აცრა“, - ნათქვამია განცხადებაში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.