რეგიონი
ფოთის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ფოთში, დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ახალ დასახლებაში, სადაც 1 238 ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 385 000 ლარი შეადგინა.



ამავე ცნობით, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ინვენტარით აღჭურვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. დევნილთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, კორპორაცია "ჰიპ"-მა საბავშვო ბაღს მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცა.

ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში დასახლებაში მცხოვრები 14 დევნილი დასაქმდა.

საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ფოთის მერი გოჩა კურდღელია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.