უფლებადარღვეული ქალი და მოზარდების იმიტირებული პროცესი (ვიდეო)
15:39 / 18.03.2018
ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის
რაიონულ სასამართლოში იმიტირებული
პროცესი ჩატარდა, სადაც მოზარდებმა სისხლის სამართლის საქმე
განიხილეს. კერძოდ, ქალის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის
საქმე, რომელშიც ბრალდებულის უფლებების დარღვევა იყო გამოკვეთილი.
სასამართლო ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით წარიმართა, რომლებმაც
მკვლელობაში ბრალდებული ქალი გაამართლეს.
"ქალი, იმიტომ რომ მარტი ქალთა თვედ არის მიჩნეული. ჩვენ ამით
გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ დღეს ქალების უფლებები ხშირად ირღვევა,
რაც არასამართლიანია და ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს", - თქვეს
ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის
მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში გაიმართა. პროგრამა
დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
მიერ, მას საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს.
სამეგრელოში პროექტის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები