ახალი ამბები
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის განცხადება პარლამენტს
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის წევრები პარლამენტს ერთობლივ განცხადებას უგზავნიან, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის კანდიდატურას მიესალმებიან. რადიო „ათინათი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ძვირფასო დეპუტატებო, მოგმართავთ რეგიონული მედიის წარმომადგენლები. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით დღეს, როცა მაუწყებელი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და გარდამტეხი რეფორმებია გასატარებელი.

ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამეურვეო საბჭოში ისეთი პროფესიონალების ყოფნა, რომელთაც საკუთარი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცეს ერთგულება როგორც მედიის, ასევე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ადამიანების, რომლებიც არასდროს წასულან კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, სიმართლესთან და ობიექტურობასთან კონფორმიზმისა და პირადი კეთილდღეობის ხარჯზე.

როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ია მამალაძე დასახელებულია სამ კანდიდატს შორის, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გადადგმული სწორი და სამართლიანი ნაბიჯია.

ია მამალაძე, წლების განმავლობაში იყო საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობი არაერთი საერთაშორისო პროექტის დირექტორი, მედიის თვითრეგულაციის ნორმების და არაერთი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების თანამონაწილე, ია არის წარმატებული მედიამენეჯერი, რამდენიმე საუნივერსიტეტო სასწავლო მოდულის ავტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო სფეროს მედიასპეციალისტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იცნობს რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული კუთხეებში არსებულ პრობლემებს. რადგან მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ საჭიროა, საზოგადოებრივ მაუწყებელს მუდმივად ესმოდეს რეგიონების ხმა, გრძნობდეს და იზიარებდეს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები მოსახლეობის, უმცირესობებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, ვთვლით, რომ ია მამალაძის ყოფნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აუცილებელია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ პრინციპულობა, მიუკერძოებლობა და მხარი დაუჭიროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის არჩევას", - აღნიშნულია განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.