რეგიონი
სოხუმმა აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ ლუკაშენკოს გამონათქვამებს არასაკადრისი უწოდა
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში ვიზიტად მყოფი ალექსანდრე ლუკაშენკოს გამონათქვამებს გამოეხმაურა. უწყებამ თავის განცხადებაში სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში მოიხსენია.

მათი თქმით, „ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის კარგად არის ცნობილი, რომ აფხაზეთის „საქართველო მხარეს“ არ წარმოდგენს და მისი დამოიკიდებლობა 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ აღიარა“. აქვე აღნიშნულია, რომ „აფხაზეთს ყოველწლიურად სტუმრობს მილიონამდე ტურისტი დსთს ქვეყნებიდან, მათ შორის, ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ“.

„ვთვლით, რომ რუსეთის მოკავშირე ქვეყნის, ბელარუსის რესპუბლიკის ლიდერის მხრიდან, არასაკადრისია მსგავსი განცხადებების გაკეთება“, - დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეოს უწყების განცხადებაში.

22-23 მარტს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბელარუსის პრზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა: ,,თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე... მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად...“.


ფოტო: რადიო თავისუფლება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.