ანაკლიის პორტისთვის საჭირო ტექნიკას ჩინური კომპანია დაამზადებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე
და გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით
ჩინეთში იმყოფებიან. მათ შეხვედრები გამართეს აზიის ინფრასტრუქტურის
საინვესტიციო ბანკის AIIB -ის, ასევე უმსხვილესი ჩინური კორპორაციების
- ZPMC -ისა და CDC – ის ხელმძღვანელობასთან. კონსორციუმის ცნობით,
შეხვედრაზე განიხილეს ანაკლიის პორტისთვის საჭირო ამწე დანადგარების
სპეციფიკა.
„სწორედ აქ დამზადდება ანაკლიის პორტისთვის საჭირო უახლესი
თანამედროვე სტანდარტების ამწეები და საკონტეინერო ტერმინალის
მართვისთვის საჭირო სხვა ტექნიკა“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების
კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
მათივე ცნობით, ჩინურ საფინანსო ინსტიტუტებთან ანაკლიის პორტის
ინვესტირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია
შესული.
ZPMC -ი საზღვაო საკონტეინერო ტექნიკის დამამზადებელი კორპორაციაა,
ხოლო CDC – ი საინჟინრო კომპანია.
მასალის გამოყენების პირობები