გარდაცვლილი წვევამდელის დედა: თუ სამართალს ვერ მივაღწევთ, სტრასბურგში წავალთ (ვიდეო)
12:31 / 03.04.2018
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან
ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად
გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახმა ზუგდიდის რაიონული
სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაღუპულის დედამ იზა რუსიამ
უთხრა. ის დღეს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან იმყოფებოდა,
საიდანაც მისი შვილის ტანსაცმელი წაიღო.
„დამიბარეს და გადმომცეს ტანსაცმელი, რომელიც იმ დღეს ბექას ეცვა.
აუცილებლად წავიღებ ექსპერტიზაზე, რადგან ჩატარებულ ექსპერტიზას არ
ვენდობი. ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისში უკვე
გავასაჩივრეთ და სამართალს თუ საქართველოში ვერ მივაღწიეთ, საქმეს
სტრასბურგის სასამართლოში წავიღებ. მოვითხოვ ალექსანდრე კვიჟინაძის
დასჯას, ვისიც იყო იარაღი. ისინი, ვისი, დაუდევრობის გამოც, ბექა
ცოცხალი აღარ არის, ციხეში უნდა ისხდნენ. ის იარაღი უყურადღებოდ რომ
არ დაეტოვებინათ, ეს არ მოხდებოდა“, - აღნიშნა რუსიამ.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ.
საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სს კოდექსის
116-ე მუხლით იყო აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას
გულისხმობს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კი აღნიშნულ საქმეზე
ბრალდებულ წვევამდელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
რუსიების ოჯახი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და საგუშაგოს მეთაურების,
მათ შორის, ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას ითხოვს.
გარდა ამისა, ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის
საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი
უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზეც დაიწყო.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები