ახალი ამბები
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმეს სააღდგომო მილოცვა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე მრევლს აღდგომას ულოცავს. რადიო "ათინათი" მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე, ნათლითშემოსილ და მაცხოვნებელ დღეს, მინდა მოგმართოთ წმიდა იოანე ოქროპირის მანუგეშებელი სიტყვებით: ,,რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბამად განსცხრებოდენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშუებდით ყოველნი. ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი. ყოველნივე იშუებით სერითა ამით სარწმუნოებისათა“..., ვინაიდან ყოველთათვის, ვინც იხმევს სარწმუნოების ამ სერისგან, გამოჩნდა სასუფეველი. ,,ნუ ვინ ზრუნავნ სიგლახაკესა“.

ქრისტე ღმერთი, ჩვენი ხსნისათვის თავისი ნებით ჩავიდა საფლავად, დაარღვია ჯოჯოხეთი, უკეთურს სძლია, ბოროტი დაამარცხა და პოვა გამარჯვება საუკუნო. ამ გამარჯვების თანამოზეიმეა ყველა მორწმუნე, ყველა ის ადამიანი, ვინც ღებულობს უფლის სიტყვას და ვინც ცდილობს, იცხოვროს მისი მცნებებით. შეგვიძლია თამამად და ხმამაღლა აღვიაროთ, რომ ქრისტეთი ქრისტესთან ერთად, ჩვენც ვიმარჯვებთ ბოროტებაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს აღდგომას წინ ქრისტეს ვნებები უძღოდა. ღმერთკაცის მთელი ცხოვრება იყო ღწვა, ღვაწლი კი ყოველთვის მსხვერპლთან არის დაკავშირებული. მსხვერპლის გარეშე გამარჯვება არ არსებობს. ქრისტიანობაში ეს მსხვერპლი თავგანწირვაა და ამისი მაგალითი თავად ღმერთმა მოგვცა ჩვენთვის ჯვარზე გაკვრით. საზოგადოება, რომელიც ცდილობს მოიწყოს ყოველგვარი კომფორტი და დაიკმაყოფილოს სხვადასხვა მოთხოვნილება, დაისახავს კი მიზნად ღვაწლს, რომელიც მსხვერპლად თავგანწირვას მოითხოვს?!

ღმერთმა ინებოს ავმაღლდეთ მიწიერ კეთილდღეობაზე და შევძლოთ მოყვასისა და უფლისთვის თავგანწირვა, რათა საუკუნოდ ვზეიმობდეთ აღდგომის ბწყინვალე დღესასწაულს. შევთხოვოთ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტე ღმერთს, რომ ჩვენი მომავალი თაობა განიმსჭვალოს ქრისტიანული იდეით და ღმრთის მცნებების ერთგულებით იმ ცხოვრებისეულ პირობებში, რომელშიც გვიწევს დღეს ყოფნა, შეძლოს სწორ გზაზე დგომა და თავგანწირვით, ჭეშმარიტი, მაცხოვნებელი გამარჯვების მოპოვება, რათა ერთხმად შევღაღადოთ უფალს: ,,გუშინ შენთანა ჯვარს ვეცმოდი ქრისტე, და თანა – აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავიფლვოდი, შენ მადიდე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა’’.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! ღმერთმა მრავალ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დაგასწროთ!
ვისწრაფოთ და რწმენითა და სიხარულით ვახაროთ ერთმანეთს, ქრისტე აღდგა! ასეთივე სიხარულით მსწრაფლ მივუგოთ: ჭეშმარიტად აღდგა!


ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე

ბრწყინვალე აღდგომა ქრისტესი ზუგდიდი, 2018 წელი", -  ვკითხულობთ მილოცვის ტექსტში.


















Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.
აღმაშენებლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
ტერაბანკი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის მონაწილეებისთვის შეღავათიანი ბიზნესსესხების შეთავაზებას იწყებს.
კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა, აქედან 78 სამეგრელო - ზემო სვანეთში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 268 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა.
საზოგადოება
ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის უჩივლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის
დღის სიახლეები
20 / სექტემბერი 2021
ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.
20 / სექტემბერი 2021
განმუხურში, სანაპიროზე გამორიყულ ძველ გემში საზღვაო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი განყოფილება ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, რამდენიმე დღის წინ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება.
20 / სექტემბერი 2021
ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლების უმრავლესობა აცრილია და ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა უთხრა.
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.