„ევროპულმა საქართველომ“ ცაიშის შუალედურ არჩევნებში, მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატად
გოდერძი კუკავა დაასახელა. ის პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის
თავმჯდომარემ ლაშა
დამენიამ მას შემდეგ წარადგინა, რაც
პარტიის შეთავაზებას საერთო კანდიდატის შესახებ არც ერთი
ოპოზიციური პარტია არ გამოეხმაურა. დამენიამ დღევანდელ ბრიფინგზე იმ
კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც არჩევანი კუკავაზე
შეაჩერეს.
„მას აქვს გამოცდილება, ერთხელ უკვე დაამარცხა „ქართული ოცნების“
კანდიდატი და ყველაფერს გააკეთებს, რომ კვლავ გაიმარჯვოს. ის სოფელში
კარგი რეპუტაციით სარგებლობს, აქვს საკრებულოში მუშაობის გამოცდილება
და ბევრი რამ აქვს გაკეთებული ცაიშისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის
უმრავლესობამ კითხვაზე, ვის ისურვებდა კანდიდატად, სწორედ კუკავა
დაასახელა, რადგან თვლიან, რომ მას შეუძლია სახელისუფლებო კანდიდატის
დამარცხება", - აღნიშნა დამენიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას არ მისცემს ფუფუნებას,
რომ უალტერნატივო კანდიდატი წარმოადგინოს. დამენიამ ბრიფინგზე ასევე
თქვა, რომ „ევროპული საქართველო“ ყველგან იბრძოლებს, რათა მმართველი
გუნდი არჩევნების გზით დაამარცხოს.
2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი
დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა. ის ახალი მოწვევის საკრებულოს
შეკრებამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. არჩევნები სოფელ ცაიშში 13
მაისს ჩატარდება.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები