რეგიონი
ოთარ დანელია: ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 150 -ზე მეტი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, წელს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში 150-ზე მეტი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. მისივე თქმით, შარშან სპეციალური ტექნიკის რაოდენობა სულ 14 იყო.

„შედარებისთვის მე შეგახსენებთ, რომ ტექნიკის რაოდენობა შარშან იყო 14. მასშტაბი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხეებიც გაზრდილია“, - აღნიშნა დანელიამ.

მავნებელთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა დღეს სამგრელოს რეგიონებში, აბაშასა და მარტვილში გაიმართა. მას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფაროსანას შეწამვლით ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე პარლამენტის წევრმა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ლაშა დამენიამ ისაუბრა.

„აუცილებელია დიდი ველებისა და ტყეების შეწამლვა, რადგან არსებობს იმის საშიშროება, რომ იქ მყოფი ფაროსანები გადმოინაცვლებენ მოსახლეობისკენ, როგორც ეს შარშან მოხდა“, - თქვა დამენიამ.

როგორც შეხვედრაზე ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძემ უთხრა, მავნებლის კონტროლის კუთხით წელს ჩატარებული ღონისძიებები იქნება გაცილებით ეფექტური.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
23 / აპრილი 2024
"რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ აკრძალა იმ ეთნიკური ქართველების ქონებრივი მოთხოვნა, რომლებმაც აფხაზეთი 1992-1993 წლის ომისას დატოვეს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.