ახალი ამბები
შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილე თაღლითობის ბრალდებაზე: გაურკვეველ სიტუაციაში ვარ
შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგლე მანანა ბარძემაშვილი, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე ბინის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებს, ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფს. მისი ინფორმაციით, გაუგებარია, რაში ადანაშაულებენ თაკალანძეები მას. ბარძემაშვილი ამბობს, რომ გაცვლის შესახებ შეთანხმება კანონის სრული დაცვით შედგა, რაც შეეხება სახლის გადაფორმებას, ეს პროცედურულ საკითხებს უკავშირდება.

„სახლის გაფორმებასთან დაკავშირებით იყო რაღაც ტექნიკური საკითხები. მე მათ შევთავაზე ნაწილის გადაფორმება, როგორც ამის საშუალება იყო, თუმცა, თავად მოისურვეს, რომ სრულად გადაფორმებულიყო, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. უბრალოდ, არის გარკვეული პროცედურული საკითხები, რაც ვერ მოესწრო. 10 თვე ცხოვრობდნენ ამ სახლში და დღემდე არ ვიცი, რატომ წავიდნენ სახლიდან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბარძემაშვილმა.

მისივე თქმით, თაკალანძეებს სახლში დაბრუნება შესთავაზა და მათი სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, იქ იცხოვრონ.

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე  უვადო შიმშილობას იწყებს. მისი მტკიცებით, თაბუკაშვილის დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი ბინა მოტყუებით წაართვეს. თაკალანძე საოლქო პროკურორთან შეხვედრასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უვადო შიმშილობით იმუქრება. მანანა თაკალანძის მტკიცებით, შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა მას თაღლითური გზით ბინა წაართვა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 180-ე თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

აფხაზეთიდან დევნილი ბინის დაბრუნების მოთხოვნით უვადო შიმშილობას იწყებს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.